მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში, ასევე სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
როდის განახლდება სწავლა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მანამდე უნდა მოხდეს შენობების დათვალიერება.
მისი განმარტებით, ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის დასრულების შემდეგ სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო გარემო. გაცდენილი საგაკვეთილო საათები კი ანაზღაურდება.
„სასწავლო პროცესი აღდგება მას შემდეგ, რაც მოგვეცემა ყველა სკოლაში როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ტრანსპორტირების საშუალება და მეორეს მხრივ - მას შემდეგ, რაც მოხდება სკოლების შენობის დათვალიერება. ეს გაცდენილი საათები უშუალოდ სასკოლო საზოგადოების - მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ჩართულობით დაიგეგმება, თუ როდის და როგორ აღდგეს თითოეულ სკოლაში", - აღნიშნა წულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ