TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„გისურვებთ, არაერთ ღირსეულ გამარჯვებას!“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლის - სოფიკო ბუთხუზის წარმატება მხატვრულ კონკურსში
28-02-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მხარდაჭერილი და წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეების სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

არხილოსკალოს საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სოფიკო ბუთხუზმა (დამრიგებელი – მაყვალა ბურდული), ხელოვნების მასწავლებლის - თეა გონაშვილის მხარდაჭერით, ღირსეული მონაწილეობა მიიღო ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მხატვრულ კონკურსში – „80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სოფიკო ბუთხუზმა წარმატებით წარმოაჩინა ნიჭი და ისტორიული ხელოვნებისადმი ხედვა, რისთვისაც პროექტის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა მათი შემოქმედებითი ნამუშევრები სხვა ახალგაზრდებსაც შთააგონებდეს.

კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა მაღალკვალიფიციურმა, განათლების სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის სოფიკო ბუთხუზს და მის პედაგოგს – თეა გონაშვილს პროფესიონალიზმისთვის, შრომისა და შემოქმედებისადმი ერთგულებისთვის.

„გისურვებთ შემდგომ წარმატებებსა და არაერთ ღირსეულ გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება