სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-3 კლასელთა შთამბეჭდავი ისტორიულ-ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
04-03-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე სკოლაში არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. 

მათ შორის, სკოლა-გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში, დავით აღმაშენებლის სახელობის მე-3 კლასმა - დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავისადმი მიძღვნილი ისტორიულ - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი სანახაობით წარდნენ, მეფეთ-მეფის ცხობრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 

ღონისძიება დასრულდა კლასის დამრიგებლის - ქეთევან გაგოშიძის შესანიშნავად წაკითხული ლექსით. მანვე ბავშვებს წმიდა დავით მეფის ხატები გადასცა საჩუქრად.

ღონისძიებას სკოლა-გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე ესწრებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა წმიდა კეთილმსახური მეფე დავითის ღვაწლის შესახებ, დალოცა ბავშვები და მადლობა გადაუხადა პედაგოგს გაწეული შრომისათვის და მშობლებს თანადგომისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება