მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი, გარდა იმისა, რომ წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, საინტერესო ნაწარმოებებს ქმნის. ის არაერთი ნოველის ავტორია. პედაგოგი საკუთარი შემოქმედებით ხშირად გვანებივრებს და საავტორო ნაწარმოებებს ხშირად გვიზიარებს.
გთავაზობთ პედაგოგის მორიგ ნოველას:
ქვებით ჩაქოლვა
საოცარი ადამიანი ბრძანდებით ავთო ექიმო, თქვენი დახმარებით უამრავმა ანგელოზმა იხილა დღის სინათლე, ამ ორომტრიალში კი დაგავიწყდათ, რომ დღეს, ახალი წელია?! დაე, ეს წელი, ბედნიერების სიხარულის და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს!
მეც გილოცავთ ძვირფასო ლალი! ისე ზერელედ სთქვა ავთანდილმა, თითქოს უმნიშვნელო საკითხზე საუბრობდა. ღამენათევ ექიმს ზეზეურად ჩასთვლიმა, იქვე სავარძელზე ტკბილ ზმანებაში გადაეშვა, ექთანმა მშვიდად გამოიხურა კარი სინათლეც გულისხმიერდ გამორთო და თბილი პლედი მიაფარა...
ერთი შეხედვით საახალწლო ფოიერვერკებით განათებულო ცა ნელ-ნელა მშვიდდებოდა, ღამე საკუთარ სიჩუმეში გემივით იძირებოდა და რომ არა საავადმყოფოს ფოიეში სხარტი დაუდეგარი ფეხის ხმა, ექიმი კიდევ დიდხანს იქნებოდა ძნელად მოპოვებულ სიმშვიდის ბურანში.
კარის გაღებისთანავე დაღლილ ავთანდილს ეცნო მომხვდური...
- რა ხდება რეზო, რა მოგარბენინებდა შე კაცო, ნელა რომ მოსულიყავი დაშავებოდა რამე?
დიახ, დავაშავებდი!
მეზობელ სოფლის საავადმყოფოში მძიმე ავადმყოფი ჰყავთ, დახმარებას ითხოვენ, უნდა წაბრძანდეთ, სხვა შემთხვევაში პაციენტიც და ბავშვიც დაიღუპება...
დაიღუპება! ამ სიტყვაზე ექიმი საბოლოოდ გამოფხიზლდა, სასწრაფოდ ქურთუკი მოიძია, ბეჭებზე მოიგდო და გარეთ შურდულივით გავარდა. ექთანი გაოგნებული დარჩა ასეთი მყისიერი მოქმედებით, თუმცა, არც გაჰკვრვებია, რადგან მისთვის ადამიანური ღირსება, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენდა.
სულ რაღაც ნახევარ საათში, ექიმი უკვე საავადმყოფოს კართან იდგა, ყველა სულგანაბული ელოდა, ექიმს თეთრი ხალათი შემოაფარეს და საოპერაციოს კარი დიდი მოწიწებით გაუღეს.
პაციენტი გადარჩა, გარეთ გამოსულ ავთანდილს კი უამრავი არაქართული სიტყვა ესმოდა -„საღოლ ჰექიმ საღოლ! ავთანდილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა აზერბაიჯანელებთან, რამდენი ახალგაზრდა გამოუგლეჯია სიკვდილის მარწუხებს, მხოლოდ ღმერთმა თუ იცის, ამიტომ დიდი იმედით და მადლიერების თვალებით შეჰყურებდნენ.
როგორც იქნა, ხალხი დაიშალა, მამაკაცმა შვებით ამოისუნთქა, გრძნობდა, რომ დაღლილობისაგან სხეული აღარ ემორჩილებოდა, როგორ არ ეხვეწნენ დარჩი დაისვენეთ გაგიჭირდებათ ასეთ მდგომარეობაში საჭის მართვაო, მაგრამ უშედეგოდ! გადაწყვეტილება მიღებული იყო და გასაჩირვებას აღარ ექვემდებარებოდა!
მოულოდნელად საკუთარი მოსაზრებით ელნური ჩაერთო - ექიმო, მეც სახლისკენ მივდივარ და თუ წინააღმდეგი არ იქნებით ერთად ვიმგზავროთ.
ექიმმა გაოგნებული შეხედა ელნურს, აქ რა გინდა შე კაი კაცო??
ჩემ დას აჩუქეთ სიცოცხლე ავთო ექიმო და მადლობა ხომ უნდა გადამეხადა...გაეღიმა და თბილი მზერა მიაპყრო დაღლილ სახეზე.
მშვენიერი! აი, ხომ გამოჩნდა ხსნა, ახლა მაინც მომეცით სახლში წასვლის უფლება.
კი ბატონო, მშვიდად ვართ! ყოჩაღი ბიჭია ელნური.
ვიცი გენაცვალე, ამ ახალგაზრდას ორი წელი ვასწავლიდი და ახლაც მახსოვს მისი გამჭრიახი გონება, დისციპლინა საოცრი პასუხიმგებლობის გრძნობა.
დიდი მადლობა, ექიმო...
გზაში ავთანდილი ზეზეურად თვლემდა, ძალიან უჭირდა საღ გონებაზე ყოფნა, გარეთ ცივი სუსხით გაყინული სხეული ავტომობილის თბილმა ჰაერმა ერთიანად მოთენთა, ხანდახან თუ იგრძნობდა გადამეტებულ სიჩქარეს, უმალ შეუძახებდა ხოლმე მძღოლს, ცოტა სიჩქარეს მოუკელი ელნური, ვინმეს არ გადავეყაროთო...
ვინ უნდა იყოს ამ დროს ქუჩაში, ყველა სახლში ზეიმობს...
სანამ სახლამდე მივალთ ექიმო, გნებავთ ჩემი ქალიშვილის ფოტო გაჩვენოთ, თანამგზავრს ბუნდოვნად ჩაესმოდა სიტყვები, მაგრამ როგორც კი სიტყვა - „ქალიშვილი“ გაიგონა ცოტა გამოფხიზლდა, მიხვდა, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასს შვილზე იყო საუბარი და ამის უგულვეელყოფა დიდ შეურაცყოფად ჩაეთვლებოდა. ზრდილობიანად გამოხატა თანხმობა ...
მძღოლმა ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი ვაივაგლახით მოიხელთა, ფოტოს ძებნა დაიწყო, თითქოს საუკეთესო კადრის ნახვა სურდა ყურადღება მთლიანად ფოტოზე ჰქონდა გადატანილი, მანქანას მანევრი შეეცვალა და უცებ დარტყმის ხმამ გააყრუა მსხდომები, მძღლომა მძლავრი მუხრუჭის დაჭერით შეაჩერა მანქანა, ელნური კანკალმა აიტანა, ექიმი წამიერად გამოერკვა, წინა ხედის განათებით დააფიქსირა ვიღაცის უსულო სხეული. მანქანიდან ცეცხლმოკიდებულივით გადმოხტა. გაშმაგებული მივარდა უცხოს, რომელიც დაახლოებით 18 წლის ბიჭი იქნებოდა. შორიდან ბერიკაცი მორბოდა, მოსულს კი საკუთარი შვილიშვილი შერჩა ხელში. სიმწრით ავსებული გონება ერთ წამში შუღლით შეეცვალა, ექიმს ისეთი თვალებით შეხედა, რომ იმ წუთას დანა რომ ჰქონოდა ალბათ გვერდით მიუწვენედა საკუთარ სისხლსა და ხორცს... მერე კი საგანგაშო ზარივით დაარხია განწირული ხმა, ექიმი გაკვირვებული უყურებდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა, ადამიანები სახლებიდან გამორბოდნენ, აზერბაიჯანულ ენაზე ყვიროდნენ, იგინებოდნენ, ემუქრებოდნენ, ელნური კი ისევ ბინდ-ბუნდში იყო გახვეული, ვერ წონიდა სიტუაციის სიმძიმეს. როგორც იქნა გამოერკვია, მკვირცხლად გადმოხტა სიკდილისთვის განწირული ექიმის საშველად, გარშემომყოფებს აზერბაიჯანულად ეხვეწებოდა, გონს მოეგეთ - „მე ვარ დამნაშვე, მე დამსაჯეთ, ექიმი საჭესთან არ იჯდაო, ხალხი კი თითქოს ბრბოდ იქცა, წრე შემოარტყეს ხელკეტებით, ჯოხებით, ლითონის საგნებით სცემედნენ უსულოდ მყოფ მამაკაცს, მერე ქვებით ამოხადეს სული, ყველა დაუფიქრებლაად იმეტებდა სიკვდილისთვის ქალი, კაცი, ბავში არავინ უსმენდა ელნურს... ახალაგზრდა რამოდენიმეჯერ გადაეფარა უდანაშაულოს, მაგრამ უშედეგოდ, როდის აქეთ გახდი „ამათი” დამცველიო, ტყვიასავით მიახალეს სიტყვა და განაგრძეს გვემა! ბოლო ამოსუნთქვამდე გასთქერეს, როდესაც დარწმუნდნენ რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა, მაშინ მიანებეს თავი! თითქოს აღარც საკუთარი მიცვალებული ახსოვდათ, მხოლოდ ელნურმა ვაივაგლახით აიტატა ექიმი და მანქანანის სავარძელზე გადააწვინა. ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანამაც გაარღვია კორდონი, მიაღწია დანაშაულის ადგილამდე, სიტუაციის გარკვევის შემდეგ ექიმები სახეს იხოკავდნენ, მომკვდავის საკაცეთი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს, კარის დახურვას რომ ლამობნენ უკვე გაფანტული ხალხი, ისევ რბოსავით შემეხვია ექიმებს, ცალი გვერდიდან გადაანაწილეს ძალა და მანქანა გადაატრიალეს, დაამსხვრიეს დალეწეს, შიგნიდან კარებს კი არავინ ხსნიდა, ამავე დროს, დასახმარებლად მისულ ქართველებსაც სადისტურად იგერიებდნენ, ნავთი, ბენზინი, ხელკეტები ქვები თანმიმდევრულად ყველანაირი ძალის გამოყენებით, ლეწავდნენ და ანადგურებდნენ გარშემომყოფებს, ქართველების კორდონი მაინც ვერ გაარღვიეს, ვერ ჩაიგდეს უდანაშუალო ადამიანი ხელში, ვერ გაეგოთ როგორ იბრძოდა რამოდენიმე ქართველი, ტალღასავით მოვარდნილ ადამიანების წინააღმდეგ...
ავთო ექიმმა სავადმყოფოში დალია სული, ისე რომ ოჯახში მისვლაც კი ვერ მოასწრო, ელნური საკუთარ თავს ეკითხებოდა სიმართლე რომ სცოდნოდათ ნუთუ მეც ასე მომექცეოდნენო!
მადლიერება ყველაზე დიდი გრძნობაა ადამიანის ცნობიერებაში!
ნინო დოხტურიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა