მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, გაკვეთილები გაჯერებულია საინტერესო აქტივობებითა და შემეცნებითი ინიციატივებით.
მათ შორის აღსანიშნავია, მასწავლებლის - ნონა ხმალაძის ხელმძღვანელობით, მე-9 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთს - ჩვენს მტკივნეულ, მაგრამ ძვირფას ნაწილს.
„ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან აფხაზეთი არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ნაწილი იყო და არის, არამედ ჩვენი ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ქვაკუთხედიც“,- გვეუბნება პედაგოგი და თემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე, მის კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობაზე ცოდნა გაიმდიდრეს.
„მეცადინეობის პროცესში გავიგეთ ბევრი რამ აფხაზეთის ულამაზეს ბუნებაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და იმ გმირებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს მთლიანობისთვის გასწირეს. ჩვენ, მომავალი თაობა, ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ ეს მეხსიერება და სიყვარული სამშობლოს თითოეული კუთხის მიმართ. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთიანობით, მშვიდობითა და პატრიოტიზმით, აფხაზეთი კვლავ დაუბრუნდება თავის სამშობლოს — საქართველოს“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.