მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი და საზეიმო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ისე მათ მოტივაციას, ნიჭისა და შესაძლებლობები წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
სულ, მალე გაზაფხულის პირველ დღესასწაულს დედის დღეს აღვნიშნავთ. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ. ბავშვებმა ვიდეორგოლი ჩაწერეს, დედებს უმღერეს და დღესასწაული სამ ენაზე მიულოცეს.
„ეს ძალიან თბილი და სასიამოვნო ჟესტია! დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა. დედის დღისადმი მიძღვნილი ქართული, აზერბაიჯანული და ინგლისური სიმღერები განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მასწავლებელთა კრეატიულობა.
ორიგინალური ინიციატივა კი ეკუთვნით მასწავლებელ თამუნა შამანაძეს და კლასის დამრიგებელ ირმა გელაძეს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.