მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში გარდა საგნობრივი ცოდნისა, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხშირად იმართება ინტელექტუალური აქტივობები.
24 თებერვალს კი მორიგი ღონისძიება ჩატარდა. სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის? გაიმართა.
თამაში მეტად საინტერესოდ წარიმართა. ტესტები მასწავლებლების მიერ იყო შედგენილი სხვადასხვა საგნში და ლოგიკური დავალებებისგან შედგებოდა.
ერთმანეთს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებით დაკომპლექტებული სამი გუნდი ეჯიბრებოდა.
მოსწავლეებმა დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა დიდი ინტერესს იმსახურებს.
„ბავშვები თავად გვთხოვენ ასეთი აქტივობების ჩატარებას“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.