| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
14 თებერვალს, მე-5 კლასში ჩატარდა ინგლისური ენის კონკურსი - „სუფთა კალიგრაფიული ნაწერი“, რომელსაც საგნის პედაგოგი ნინო მელიქიძე ხელმძღვანელობდა.
კონკურსს აკვირდებოდა სომხური ენა/ლიტერატურის, ქართულის, როგორც მეორე ენის და ინგლისური ენის მასწავლებლებით დაკომპლექტებული ჟიური.
შეჯიბრს ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი.
კონკურსი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. მე-5 კლასელებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ჟიურის წევრებმა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს კონკურსის ყველა მონაწილის ნაშრომი.
ნაშრომები იყო ანონიმური, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სუბიექტუერ მიდგომას გამორიცხავდა.
ჟიურიმ პირველი, მეორე და მესამეადგილოსნები დაასახელა, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
„აღნიშნულმა ღონისძიებამ მოტივაცია გაუღვივა მოსწავლეებს. მათ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი კვლავ გამოთქვეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს