სიახლეები
სკოლები

„ზღვა ერთი წვეთით იწყება“ - შთამბეჭდავი ინტეგრირებული პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
04-03-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში გაკვეთილები სასწავლო-შემეცნებითთან ერთად შემოქმედებითი პროცესია. პედაგოგები სამუშაობს მეტდ კრეატიულად უდგებიან და  სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ.

ახლახან, სამთაწყაროს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელ ეკატერინე ჩიტაურთან ერთად, განახორციელეს ინტეგრირებული სასკოლო პროექტი - „ზღვა ერთი წვეთით იწყება“.

პროექტი მეტად შთამბეჭდავია და დიდი წარმატებითაც განხორციელდა. 

„პროექტის მიზანი იყო ბავშვებისთვის იმის გაცნობიერება, რომ სამყაროში ყველაზე დიდი ცვლილებები ხშირად პატარა ნაბიჯებით იწყება, და რომ სწორედ ამ პატარა წვეთების გაერთიანებით ვქმნით დიდსა და მნიშვნელოვანს. 1 წვეთს შეუძლია მდინარის კალაპოტის შეცვლა, 1 ასოს – სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა, 1 სიტყვას კი – ადამიანის გულში სიყვარულის გაღვივება. 

ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მშობლების აქტიურ ჩართულობას, რადგან მათი მხარდაჭერა და თანადგომა გახდა სწორედ ის მცირე წვეთი, რომელმაც საბოლოოდ დიდი „ზღვა“ შექმნა – შემოქმედების ზღვა!

ხელოვნება და ტექნოლოგიები გაერთიანდა ერთ სივრცეში, სადაც მოსწავლეებმა წარმოუდგენელი შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს: მარცვლეულისა და მცენარეებისგან შექმნილი უნიკალური ხელოვნების ნიმუშები, ფერადი ნახატები პატარა გეომეტრიული ფიგურებით, ორიგამის საოცარი კომპოზიციები, „ვსწავლობთ თამაშით“ პროგრამით შესრულებული შემოქმედებითი დავალებები.

სწავლა თამაშია, თუ მას სიყვარულით აკეთებ! 

ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნება ყველგან არის – ფურცელზე, კომპიუტერის ეკრანზე, ბუნებაში, სოფლის მეურნეობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

თუმცა ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა მშობელთა აქტიური მხარდაჭერის გარეშე! სწორედ მშობლების ჩართულობამ და თანადგომამ გახადა ეს პროექტი განსაკუთრებულად წარმატებული. მათი თითოეული მცირედი წვლილი გახდა ის მცირე წვეთი, რომელმაც საბოლოოდ უზარმაზარი ზღვა შექმნა – შემოქმედების, სიყვარულისა და ერთიანობის ზღვა!“,- გვიყვება პროქტის შესახებ პედაგოგი და მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა დიდი სიხარულით წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები. მათი შემოქმედება და მონდომება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიდი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს -  ქალბატონ ეკატერინე ჩიტაურს, ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებისთვის, მშობლებს – უდიდესი მხარდაჭერისთვის, ხოლო პატარა ხელოვანებს – შრომისა და შემოქმედებითი სულისკვეთებისთვის.

„ჩვენი მომავალი სწორედ ასეთ წვეთებს ქმნის – წვეთებს, რომლებიც ერთხელაც დიდ ზღვად გადაიქცევა“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება