მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, რუსულ ენაში ჩაატარეს საინტერესო და სახალისო პროექტ-გაკვეთილი. წარმოდგენილი იყო თემა „მასლენიცა (მზის ფესტივალი) და ბერიკაობა“.
პროექტ გაკვეთილის მიზანი იყო სლავური დღესასწაულის - „მასლენიცას“ ისტორიის და ტრადიციების გაცნობა. ენის სიღრმისეული სწავლება; ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია და ბერიკაობის ისტორიის და მისი როლის გაცნობიერება, სასკოლო საზოგადოების ცნობიერები ამაღლება და ინფორმირება.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარადგინეს მოცემულ თემაზე შექმნილი პოსტერები და პრეზენტაციები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექცია და ენის კათედრის წევრები, რომლებმაც პროექტი მოიწონეს და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსაც და მასწავლებელს საინტერესო და განსხვავებული აქტივობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.