მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები რომლებიც მე-12 კლასში არ არიან - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა.
გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებია ეროვნულებზე მე-11 კლასელებიც რეგისტრირდებოდნენ და წერდნენ გამოცდას. მართალია, შედეგის მიუხედავად, ისინი უმაღლესში ვერ ირიცხებოდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ეს კარგი გამოცდილება და ერთგვარი რეპეტიცია იყო მათთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ