| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო კონფერენციაში მონაწილეობენ და აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში.
ამჯერად მეათე კლასის ორი მოსწავლე, ქუთაისში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო თემის დაწერისთვის დაჯილდოვდნენ.
„ქუთაისში ჩატარდა I რესპუბლიკური კონფერენცია „რვალის მჭედლები“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჩოლურის საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლეებმა ანი ზურაბიანმა და ნინო ბენდელიანმა.
მოსწავლეები საუკეთესო თემისთვის დაჯილდოვდნენ დიპლომებით. მათი თემის ხელმძღვანელი იყო ისტორიის პედაგოგი ი. ოანიანი, რომელიც მოსწავლეებს კურატორობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს