მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
საბეჭისის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო თემიდან - „პროფესიები - როგორ ვაკეთებ არჩევანს?“ (საგანი მოქალაქე მასწავლებელი ნინელი ვიბლიანი) გამომდინარე შეხვდნენ წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელთათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გაზიარება, გააზრება და დასაქმების შესაძლებლობა შრომით ბაზარზე.
მოსწავლეები შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს ი.გიგინეიშვილს, მერის მოადგილეს ა.ხინიკაძეს, „ლიბერთი ბანკის“ მმართველს დ.ბერიძეს, სამედიცინო ცენტრის ექიმს ქ.კრაწაშვილს, პოლიციის უფროსის მოადგილეს- ჯაფარიძესა და ადვოკატ მ.ბახტაძეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ ძალიან კარგად აუხსნეს მოსწავლეებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში პროფესიის სწორად არჩევა, რაზეცაა დამოკიდებული შემდგომში კარიერული ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება.
„მადლობა შეხვედრის თითოულ მონაწილეს, საინტერესო და საჭირო ინფორმაციისათვის, რაც მომავალში მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიის სწორად არჩევაში. ასევე, მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორ ბატონ რამაზ ხინიკაძეს თანადგომისა და დახმარებისათვის“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.