სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგების შერჩევას იწყებს - დეტალური ინფორმაცია
05-03-2025
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამის eTwinning-ის ფარგლებში იწყებს მასწავლებელთა შერჩევას საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ eTwinning-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.

შერჩეული მასწავლებლები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე ასევე, საქართველოში დაგეგმილ კონფერენციაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. ავტობიოგრაფია (CV);  პროექტის აღწერილობა და რეფლექსია (Word - ის ფორმატში, მაქსიმუმ 5 გვერდი, sylfaen 12 შრიფტით); პროექტის პრეზენტაცია.

პროექტის აღწერილობა - აღწერეთ პროექტის მიზანი, საგანთაშორისი ინტეგრაცია, მეთოდები, განხორციელებული აქტივობები, პროექტის შედეგები და სხვა მოცემული კომპონენტები, სამიზნე კომპეტენციები. (არაუმეტეს 300-400 სიტყვით).

  • პროექტის სახელწოდება:
  • პროექტის აქტუალობა:
  • მიზანი:
  • საგანი:
  • მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი და რაოდენობა:
  • ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  • დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები:
  • შედეგების ანალიზი:
  • ფოტო და ვიდეომასალა.
  • თვინსფეისის ბმულები:

პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

  • მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
  • რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
  • რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
  • რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
  • რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  • მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
  • რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
  • პრეზენტაცია

წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში - Power Point -ში (მაქსიმუმ 15 სლაიდი), პრეზენტაცია უნდა მოიცავდეს პროექტის ძირითად თეზისებს.

თავად აირჩიეთ ერთი-ერთი პროექტი რომელშიც ჩართული ხართ ESEP-ის პორტალზე და რომელიც აქტიურია 2024-2025 წელს.

მიუთითეთ თვინსფეისის ბმულები განხორციელებული აქტივობების დამადასტურებლად.

საბუთები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე etwinningplus@tpdc.ge 12 მარტის ჩათვლით.

დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება.

პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც არ მიუღიათ მსგავს კონკურში მონაწილეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება