მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და გაკვეთილებს სხვადასხვა მეთოდით უმრავალფეროვნებენ.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - თამარ ჩაკვეტაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო ლექსის თემისა და იდეის განსაზღვრა, იდეალური კაი ყმის სახის ჩამოყალიბება, წინაპრებისა და აწმყოში მცხოვრები ვაჟკაცების შედარება, რითმის სახეების გარკვევა და გმირის იდეალის ზოგადი სახის ჩამოყალიბება.
გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით.
მოსწავლეებმა ვაჟას „კაი ყმის“ თვისებების მიხედვით შექმნეს ანბანი და თითოეულ ასოს შეუსაბამეს ღირსეული ვაჟკაცის თვისებები.
ასევე, მოსწავლემ შექმნა „კაი ყმის“ გერბი, რომელზეც ასახულია ვაჟას კაი ყმასთან დაკავშირებული თითოეული სიმბოლო, აქტივობა ძალიან განსხვავებული, ვიზუალურად და შინაარსობრივად საინტერესო გამოვიდა.
ლექსის იდეიდან გამომდინარე შეიქმნა „კაი ყმის“ „ათი მცნება“, რომელიც გვასწავლის და მოგვიწოდებს ვიყოთ მართალი და მამაცი სულით შემკულნი მუდამ.
სასწავლო პროცესს დაესწრო ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასა
„წარმატებას და ბევრ საინტერესო-შემეცნებით გაკვეთილს ვუსურვებთ თამარ მასწავლებელს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა