სიახლეები
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის - კარინე ტონოიანის პოეზიის საღამო გაიმართა
06-03-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს. მოზარდების შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი ნიჭის წარმოჩენა-განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ახლახან, სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის - კარინე ტონოიანის პოეზიის საღამო გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კარინე უკვე ორ წელზე მეტია, რაც ლექსებს, მოთხრობებსა და ჩანახატებს წერს.

მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და საინტერესოა, მოიცავს პატრიოტულ, მეგობრულ და სხვადასხვა თემაზე დაწერილ ლექსებსა და ჩანახატებს. წერს როგორც სომხურ, ასევე ქართულ ენაზე.

მოსწავლის პოეზიის საღამო ქართული ენის კაბინეტში მოეწყო. 

პედაგოგებისა და თანასკოლელების წინაშე მოსწავლეებმა წაიკითხეს კარინე ტონოიანის ლექსები, მასწავლებელმა შეაფასეს მის შემოქმედება და წარმატება უსურვეს შემოქმედ მოსწავლეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კარინეს პოეზიამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ალათუმანის საჯარო სკოლაში სწავლა მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გარემოში მიმდინარეობს“,- დასძენენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება