მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში ჩატარდა საგაზაფხულო ღონისძიება „ქალი – სიცოცხლის საწყისი“, რომელიც ქალთა დღისადმი და დედისადმი პატივისცემას მიეძღვნა. ღონისძიება გამორჩეული იყო შინაარსით, მოსწავლეთა შემოქმედებითი გამოსვლებითა და ემოციური დატვირთვით.
ღონისძიების მთავარი მიზანი ქალის სიდიადის, დედის სიყვარულისა და თავდადების დაფასება იყო. მოსწავლეებმა სცენაზე წარმოაჩინეს ქალისა და დედის როლი ჩვენს ცხოვრებაში, მათი პატივისცემა და სითბო სიმღერების, ლექსების, თეატრალური სცენების და სხვა შემოქმედებითი ნომრების მეშვეობით.
ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ დიდი მონდომებით მოამზადეს სცენური ნომრები და ლიტერატურული კომპოზიციები, რომლითაც დედისადმი პატივისცემა და სიყვარულის ძალა გამოხატეს.
მოსწავლეთა მშობლები არა მხოლოდ დამსწრეთა რიგებში იმყოფებოდნენ, არამედ აქტიურად მონაწილეობდნენ სცენის გაფორმებასა და დეკორაციებში, რითაც ღონისძიებას გაზაფხულის სილამაზე და თბილი ატმოსფერო შესძინეს.
სკოლის დარბაზში მართლაც გაზაფხულის დღესასწაული გაიმართა – ყვავილებით მორთული სცენა, ფერადი დეკორაციები და მოსწავლეთა გულწრფელი ემოცია ღონისძიებას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიერა ქალისა და დედის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც ახალი თაობის ღირებულებების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი – ქალბატონი ეკატერინე ჩიტაური, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორის მოადგილემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მადლობა გადაუხადეს მონაწილეებს, კლასის ხელმძღვანელებსა და მშობლებს ასეთი შთამბეჭდავი და სასიამოვნო ღონისძიებისთვის.
დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა მოსწავლეთა ემოციური და გულწრფელი გამოსვლებით, ხოლო ღონისძიების მსვლელობამ უდიდესი სითბო და სიყვარული გააჩინა სკოლის კედლებში.
კლასის ხელმძღვანელები:
I კლასი – გაგნგა ჭუჭუხაშვილი
II კლასი – რიტა ოთარაშვილი
III კლასი – მარიამ ტაბატაძე
IV კლასი – ლია მეხრიშვილი
V კლასი – დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი
VI კლასი – ფიქრია ბუჩკური.
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიერა ქალისა და დედის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც ახალი თაობის ღირებულებების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესია.
ეს დღე სიყვარულით, სითბოთი და გაზაფხულის განწყობით იყო სავსე!
მადლობა ყველას, ვინც ეს დღე დაუვიწყარი გახადა!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ღონისძიება ქართული ენის პედაგოგების ხელმძღვანელობით ჩატარდა