სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოწაფეებმა ზამთარი ცეკვა-სიმღერითა და კოსტუმირებული სანახაობით გააცილეს
06-03-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურას საინტერესო ღონისძიებებითა და საგანმანათლებლო ინიციატივებით ეცნობიან. 

ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში „მასლენიცას“ დღესასწაული აღნიშნეს.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ სლავური ხალხური ტრადიცია – „მასლენიცა“ – გააცოცხლეს მინი სპექტაკლით, ცეკვა-სიმღერითა და კოსტიუმირებული სანახაობით.

ღონისძიება მხიარულ და თბილ გარემოში ჩატარდა, სადაც მუსიკალური აკომპანიმენტები და კულინარიული პროდუქტი არავის დატოვებდა გულგრილს. მოსწავლეებმა ბლინებით, გაზაფხულის მოლოდინითა და სიხარულით გააცილეს ზამთარი.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ემილია ჭუჭულაშვილი აღნიშნავს, ეს აქტივობა სკოლისთვის სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობის მნიშვნელოვანი ტრადიციაა.

„გვჯერა, რომ მრავალფეროვანი ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ინფორმაციის გააზრებასა და დახარისხებაში“,- დასძენს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებს ყუთიდან ამოჰქონდათ ფურცლები და ცდილობდნენ მოცემული სიტყვების მნიშვნელობა აეხსნათ

მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს და ტოლერანტობის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება