მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები საქართველოს ისტორიას ხარისიანად და სიღრმიეულად სწავლობენ, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
საბჭოთა ოკუპაციის დღეს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებათა კვირეული მიეძღვნა.
სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, საბჭოთა ოკუპაციის სასკოლო კვირეულის ფარგლებში, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა (საქართველოს ისტორიის პედაგოგი მარიამ კევლიშვილი) საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
მოსწავლეებმა მოამზდეს და წარმოადგინეს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშველოვანი ეპიზოდები: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობები, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია, რუსეთ-საქართველოს ომი და საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს, 1922 წლის 30 დეკემბერს, ახლადდაფუძნებულ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაერთიანების ხელმოწერა - საქართველოს საოკუპაციო, უკანონო ხელისუფლების მიერ და 1924 წლის აჯანყება.
ღონისძიება შეაჯამა სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგ მარიამ კევლიშვილს გაწეული შრომისათვის და საინტერესო პრეზენტაციისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა