მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მათ შორის პროფესიული სწავლების პოპულარიზაციას, რომლის ფარგლებშიც საინტერესო აქტივობები ხორციელდება.
ახლახან, II და III კლასების პედაგოგები - მაია სიხარულიძე და ელენე მჭედლიძე, თავის მოსწავლეებთან ერთად, იმერელ ხაბაზს ეწვივნენ.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები სათანადოდ შემოსეს და ისინიც, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, შეუდგნენ სასკოლო თემის პრაქტიკულად გაცნობას.
„ხაბაზი - მეპურე, მცხობელი, პურისმცხობელი, მეთორნე, მეფურნე.ეს საპატიო პროფესია ოდითგანვე დასაფასებელი და მეტად საჭირო გახლდათ. ეს დღე იყო უფლის საჩუქარი ჩვენი პატარებისთვის, რომელთაც აქტივობის შთაბეჭდილებები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად ფურცლებზე გადაიტანეს. უცხოური ენის პედაგოგმა, ვანდა ჩხობაძემ კი ძირითადი სიტყვები, რაც ხაბაზის საქმიანობას ჭირდება, წყაროსავით ჩამოარაკრაკებინა პატარებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქტივობა საგანთა შორის ინტეგრაციით ჩატარდა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა