მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, აქტიურად მონაწილეობენ ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში და მათ შორის, გარემოსდაცვით აქტივობებში.
მათ შორის აღსანიშნავია სკოლის ეკოკლუბის მოღვაწეობა, რომელიც ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, სასკოლო თემის წარმომადგენლებს სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს.
ახლახან წარმატებით განახორციელეს პროექტი სახელწოდებით - „ზრუნვა გამოსაზამთრებელ ფრინველებზე''; ეს საკითხი სკოლის ეკოკლუბისა და ეკოსკოლის მოსწავლეებისთვის უდავოდ პრიორიტეტულია.
„აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში მზრუნველობითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას იმ ფრინველების მიმართ, რომლებიც ზამთარს ჩვენთან ატარებენ, თავიანთი არსებობით, ყოველთვის ალამაზებენ გარემოს და ბიომრავალფეროვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ეკოსკოლის აქტიურმა მოსწავლეებმა, ძმებმა - აჩიკო და ანრი მახარაძეებმა, მშობლების დახმარებით ფრინველების საბუდარები, საკვებურები დაამზადეს და ეზოში ხეებზე განათავსეს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა