მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და თემატურ ღონისძიებებსაც სთავაზობენ მოსწავლე-მასწავლებლებს.
ამჯერად, ბარალეთის N1 საჯარო სკოლა დედის დღის აღნიშვნის ტრადიციას შეუერთდა და მრავალფეროვანი აქტივობების დამსახურებით, კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა სკოლის ისტორიაში.
ბავშვებმა, ქართული ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, სიმღერები, ცეკვები და მინი-სპექტაკლი „ჭიამაიას თავგადასავალი“.
„დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მასწავლებლებში, ისე მშობლებსა და მოსწავლეებში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დედის დღე საქართველოში 3 მარტს აღინიშნება და მისი დაწესება საქართველოს პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა