მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის სწავლა სახალისოა. მათ მოტივაციაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც სასწავლო პროცესს საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით უმრავალფეროვნებენ.
სკოლაში „მათემატიკის კვირეული“ საინტერესოდ მიმდინარეობს. V-VI და VII-VIII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ მათემატიკური ვიქტორინა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა სახის მათემატიკურ და ლოგიკურ ამოცანებს.
აქტივობას უძღვებოდნენ პედაგოგები - სოსო მანია და სალომე სხულუხია. VI და X კლასის მოსწავლეები კომპიუტერულ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც პედაგოგებმა - ხათუნა გორგოძემ და სალომე სხულუხიამ მოსწავლეებს სხვადასხვა მათემატიკური საიტი გააცნეს და აუხსნეს მათი მუშაობის პრინციპი.
ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა იყო სამაგიდო თამაში, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა. თამაშში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. სამაგიდო თამაში მოიცავდა ლოგიკურ ამოცანებს, რიცხვით გამოთვლებსა და გეომეტრიულ ფიგურებთან დაკავშირებულ დავალებებს, რაც მოსწავლეებს ეხმარება როგორც მათემატიკური ცოდნის გამოყენებაში, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაში. გაიმართა აგრეთვე შემეცნებითი ვიქტორინა - „მათემატიკის სამყარო", რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვიქტორინა დაყოფილი იყო რამდენიმე ეტაპად და მოიცავდა როგორც მათემატიკის ისტორიასთან დაკავშირებულ კითხვებს, ასევე ცნობილი მათემატიკოსების შესახებ ინფორმაციასა და პრაქტიკულ ამოცანებს. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ კითხვებს და ცდილობდნენ მაქსიმალური ქულების დაგროვებას თავიანთი გუნდებისთვის.
სკოლის დირექტორის მოადგილის - ბექა ძოწენიძის თქმით, ასეთი ღონისძიებები აღვივებს მოსწავლეებში მათემატიკისადმი ინტერესს და წარმოაჩენს მას არა მხოლოდ რთულ დისციპლინად, არამედ საინტერესო და სახალისო საგნად. სკოლის ადმინისტრაცია გეგმავს მსგავსი ინიციატივების რეგულარულად განხორციელებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ