მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მე-10გ კლასში, პედაგოგ ნინო ლომიძის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი - „მწვანე ენერგეტიკა და საქართველო.
მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე ენერგეტიკული პრობლემების შესახებ. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლემის მოგვარება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებით. ისეთები როგორიცაა - ქარის, მზის, გეოთერმული, ბიოენერგია და ა.შ.
მე-10 კლასელებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღები დანადგარების მაკეტები.
მოსწავლეებმა დაამუშავეს და წარმოადგინეს ინფორმაცია შიდა ქართლში მოქმედი ქარის გენერატორების მუშაობის შედეგების და სამომავლო პერსპექტივის შესახებ.
აღნიშნული პროექტით მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ „მწვანე ენერგეტიკა„ მსოფლიოს მომავალია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ