მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განსაკუთრებული გამოცდილების მონაწილენი გახდნენ - მათ ნახეს „ვეფხისტყაოსნის“ ანიმაციური ეკრანიზაცია, რომელიც შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის უკეთესად შესწავლაში დაეხმარებათ.
ქართულის მასწავლებელმა, სოფიკო გორგილაძემ სწავლების ამგვარი მეთოდი გამოიყენა, რადგან მოსწავლეები ანიმაციის, კინოსა და ქართული კულტურის ნიმუშებს ეზიარონ.
ფილმი როტოსკოპიის ტექნიკით არის გადაღებული და წარმოადგენს პირველ სრულმეტრაჟიან ქართულ ანიმაციაა ამ სტილში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ქართული ლიტერატურის სწავლება ყოველთვის მოითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, რათა მოსწავლეებისთვის „ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ პროგრამულ ტექსტად არ დარჩეს, არამედ ცოცხალ, ვიზუალურად აღსაქმელ და შთამაგონებელ ამბად იქცეს.
„მირზა პაპუნა დავითაიას ანიმაციური ფილმი ამის მაგალითია. როტოსკოპული ტექნიკის გამოყენება ამაღლებს ვიზუალური შთაბეჭდილების ხარისხსა და გმირებს რეალისტურ მოძრაობას ანიჭებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიაზ დიასამიძისა და იზა ლილუაშვილის მუსიკალური გაფორმება, რომელიც პოემის სულისკვეთებას იდეალურად ეხმიანება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებისთვის მსგავსი აქტივობები კულტურულ და ინტელექტუალურ ჰორიზონტებს აფართოებს – ისინი არა მხოლოდ კითხულობენ, არამედ ხედავენ, გრძნობენ და განიცდიან „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროს.
სასკოლო სივრცეში მსგავსი ინიციატივები წახალისებილია! რაც მოიაზრებს:
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა