მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის, ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოსა და ბანძის საჯარო სკოლების შემოქმედი მოსწავლეები მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ფოტოკონკურსს - „ჩემი თვალით დანახული მარტვილი“ აქტიურად შეუერთდნენ და წარმატებაც მოპივეს.
კონკურსში, მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილებდნენ, რომელთა გადაღებული ფოტოები შესაბამისმა ჟიურიმ გადაარჩია და გამარჯვებულები ხმათა უმრავლესობით გამოავლინა.
ფოტოკონკურსის პირობების შესაბამისად გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში:
ნომინაციაში - „თავისუფალი თემა“, სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა კალანდია დაწინაურდა.
თამაკონი საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ინჯგია ნომინაციის - „საუკეთესო პორტრეტი“ გამარჯვებულია.
ბანძის საჯარო სკოლიდან კი ნომინაციაში - „გაცოცხლებული ისტორია“ პირველი ადგილი დაიკავა მაგული ჯელიამ.
ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ შავდია კი ნომინაციის „ჩემი კუთხე“ გამარჯვებულია.
გამარჯვებულები დიპლომებით და 200-ლარიანი „ბიბლუსის“ ვაუჩერით, ხოლო მონაწილეები სიგელებით და 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
საჩუქრები მოსწავლეებს ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა - თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - კობა დარჯანიამ და საგანამანათლებლო რესურსცენტირს ხელმძღვანელმა - პაშა გულორდავამ დააჯილდოვეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა