მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ და ბავშვებს არაერთ კონკურსასა თუ პროექტს სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო პირველობა ჩატადა. თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სამივე საფეხურზე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. მოსწავლეები მეორე საქალაქო ტურზე იასპარეზებენ.
ზერტის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობენ მათემატიკის კათედრის მასწავლებლები - ლუბა დიდებელი, მზია ბესიაშვილი და მარიამ ზაუტაშვილი.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს მეორე საქალაქო ტურზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან „ტვინების ბრძოლის“ ორგანიზატორებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა