მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის ალპანის საჯარო სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა პედაგოგთა ინიციატივით სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესოა. ამჯერად, მოქალაქეობის პედაგოგმა, აკაკი ფრუიძემ და ფიზიკური აღზრდა და სპორტი პედაგოგმა დავითი ფრუიძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი, ორი მოსწავლისთვის. გაკვეთილის თემა იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის თემა.
ანასტასია და სანდროსთვის საინტერესო აღმოჩნდა პედაგოგების მიერ დაგეგმილი აქტივობა. მოსწავლეებმა ნამდვილად შეძლეს „როგორც საკუთარი კეთილდღეობის, ისე საზოგადოებასთან ჰარმონიული თანაარსებობისთვის პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის საჭიროებაზე მსჯელობა; მათი დაცვისას წარმოქმნილი (ჯანსაღი კვება, ასაკობრივი თავისებურებები) სირთულეების გაანალიზება. რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობით ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა/გამოყენება.
საგაკვეთილო პროცესმა გულგრილი არც ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრები დატოვა, რადგან ისინიც უნებურად ჩაერთნენ ამ პროცესში. ბიოლოგიის მაკა მასწავლებელმა მოსწავლეებს შეახსენა განვლილი მასალიდან „დოფამინები“...
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს! მადლობას უხდის მათ იმისთვის, რომ სკოლაში საინტერესო და მიმზიდველ სასწავლო პროცესს ქმნიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ