მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩარგლის სასაფლაოზე (რაზიკაშვილთა გვარის პანთეონში) ლუკა რაზიკაშვილის საფლავის გვერდით 25 წლის ბიჭის, მიხა ხელაშვილის საფლავია, თავისი ძალმოსილი სიტყვითა და ცხოვრების წესით სიცოცხლეშივე რომ იქცა ლეგენდად.
სამწუხაროდ, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ საყოველთაოდ ცნობილი ხალხური ლექსი „ლექსო ამოგთქომ ოხერო“ მიხა ხელაშვილს ეკუთვნის. რატომ გახდა საჭირო მისი შემოქმედების გახალხურება, რატომ იყო აკრძალული მისი ხსენება, რომელმა ქართველმა მწერალმა გაისვარა მისი სისხლით ხელები? გვესაუბრება იმ პიროვნების შვილი, ვისი წყალობითაც გადარჩა მიხა ხელაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა. „პრაიმტაიმის“ სტუმარია მწერალი გიგი ხორნაული:
– შუა ფხოვს რომ გაივლით, არაგვის ხეობა საგრძნობლად ვიწროვდება, გზა მიდის გაღმა-გამოღმა აყუდებულ ფრიალოებს შორის. გვხვდება დასახლებული ადგილები და სალოცავები, ზარის ჭალა, გოგოლაურთა, ხოშარა, ლაშარი, მის მოპირდაპირედ ღელის, თამარის სალოცავია. ღელისა და ახადის გორის შუა მდინარე წაწადა მიიკვლევს გზას. წაწადის მარჯვენა ნაპირას მიემართება ახადში ასასვლელი ბილიკი.
სწორედ ამ სოფელ ახადში დაბადებულა და გაზრდილა მიხა ხელაშვილი, უფრო სწორად ხელაიშვილი, მიხას წინაპრები ხელაიშვილები იყვნენ, მიხას მამა ზურაბი დაიწერა ხელაშვილად. მიხა ხელაშვილი დაიბადა 1900 წლის 25 იანვარს, ბედნიერმა ზურაბმა და მისმა მეუღლემ თამარმა ხატს ზვარაკი შესწირეს შვილის ბედნიერებისთვის, მიხამ ბავშვობა ახადში გაატარა. გამორჩეული ბავშვი ყოფილა გარეგნობით, ნიჭიერებით, ბავშვობიდანვე ვერ იტანდა დაუმსახურებლად სხვის დაჩაგვრას და ყველას ესარჩლებოდა.
მიხას სოფლის ეკლესიაში მიუღია დაწყებითი განათლება და ღვთის მსახურობა გადაუწყვეტია. ახადიდან მიხა ჩარგალში დიაკვნად გაამწესეს, სწორედ აქ დაუახლოვდა ვაჟა-ფშაველას ოჯახს, გამორჩეულად ჰყვარებია მისი ვაჟი ლევანი. აქვე გაუცნია მეზობელი სოფლიდან კაწალხეველი ვანო ხორნაული, მამაჩემი, რომელმაც შეინახა მიხა ხელაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.