მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს.
„თუ გვინდა რომ მოზარდთა ცხოვრება გავხადოთ საინტერესო და შინაარსიანი, ისინი ხშირად უნდა ვაზიაროთ თეატრალურ ხელოვნებას“ - ასე ფიქრობენ პედაგოგები, ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობენ მოსწავლეებს ხშირად მოუწყონ მსგავსი ტიპის აქტივობები.
სწორედ ამ მიზნით ჩვენი სკოლის V და VI კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ელგა რამიშვილისა და დამრიგებლის, მაია ქართველიშვილის ხელმძღვანელობით დაესწრნენ სპექტაკლს „ივნანამ რა ჰქმნა?".
„პატარებმა დიდი ინტერესით ნახეს, უკვე ნასწავლი ნაწარმოების თეატრალური ვერსია
ამგვარად მიღებული არაფორმალური განათლება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც ფორმალურ განათლებას ავსებს და მის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა