მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებისა და დირექციის ძალისხმევით, იღებენ საფუძვლიან განათლებას, აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა საგნის მიმართულებით, თემატურ აქტივობებს ატარებენ.
ამჯერად, გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების - მერაბ სიხარულიძისა და სალომე სიხარულიძის ორგანიზატორობით, ჩატარდა საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული.
1918-1921 წლებში საქართველოში ევროპული ტიპის სახელმწიფო შენდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებით, სადაც გარანტირებული იყო თითოეული მოქალაქის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებები. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა შეიარაღებულმა აგრესიამ ქართველი ერის პროევროპული არჩევანი 70 წლით დაასამარა. ქართველი ერის ისტორიაში უმძიმესი ხანა დაიწყო...
კვირეულის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1. სოსო სტურუას საავტორო ფილმის „სანდონრაე“- ჩვენება (ეს გახლავთ საგანმანათლებლო ჟანრის ფილმი 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ქრონიკებს ასახავს. მასში მოსწავლეები საინფორმაციო გამოშვების მეშვეობით ამბებს ცხელი წერტილებიდან გადმოსცემენ).
2. ხელოვნებისა და ესთეტიკის კათედრასთან ინტეგრაციით, მოეწყო გამოფენა ოკუპაციის თემაზე.
ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სკოლის დირექტორი ნონა სიხარულიძე, ხელოვნების მასწავლებელი ნათია ყაჭეიშვილი და მოსწავლე მარიამ გოგოლაძე, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თეკლა ჩანტლაძე - მე-6 კლასი;
ნანა სიხარულიძე - მე-7 კლასი;
რატი სიხარულიძე - მე-5 კლასი;
ასევე ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაციაში - „საუკეთესო ტექნიკური შესრულება“, მე-7 კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ სიხარულიძის ნამუშევარმა - „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, გაიმარჯვა.
3. მე-7, მე- 8 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სისხლიანი თებერვალი“
„შექმნილი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ განხორციელდა გეგმით გათვალისწინებული აქტივობა-ოზურგეთის დრამატულ თეატრში მონო-სპექტაკლზე „ილია თანამდევი სული“.
კვირეულის ორგანიზატორები მადლობას უხდიან სკოლას ხელშეწყობისთვის, აქტივობებში ჩართულ ყველა მასწავლებელს, ყველა მოსწავლეს!!! გისურვებთ თავისუფალ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას!!!
ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ჟღენტი“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“