სიახლეები


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტურის შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
09-03-2025
-
+


2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური დაიწყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, პროცესის მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად გაეცნო.

გიორგი მოდებაძემ დასკვნითი ტურის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რაც იმის დასტურია, რომ ოლიმპიადა სასკოლო ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქტივობას წარმოადგენს.

2024-2025 სასწავლო წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 29 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა. პირველიდან მეორე ტურში 6 880-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლება კი მოიპოვეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% დააგროვეს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის მოხვდნენ.

მესამე ტურის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულთა ათეული. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან და ასევე, გამოვლინდებიან ის კანდიდატები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა, ინფორმატიკა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. ოლიმპიადაში მონაწილეობა საშუალო საფეხურის (X-XII კლასები) ნებისმიერ მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში კი საბაზო საფეხურის მოსწავლესაც შეუძლია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება