მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოსა, სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
ამ ლამაზი გრძნობების გამოსახატავად კი მარტის პირველი დღესასწაულები საუკეთესო დროა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლასთან ადმინისტრაციულად მიერთებულ დარყის დაწყებით სკოლაში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედაშვილობა-ლამაზი ზღაპარი“.
ღონისძიებაში მონაწილეობდა I-IV კლასების ყველა მოსწავლე.
პატარებმა მართლაც ზღაპრული დღესასწაული მოუწყვეს საყვარელ მშობლებსა და აღმზრდელ პედაგოგებს.
ღონისძება საკმაოდ თბილ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები, გამონათქვამები.
„ყველაფერში დედის მოფერება იგრძნობოდა, იცეკვეს და ბოლოს პატარა ხელებით გაკეთებული საჩუქრები დაურიგეს დედებსა და პედაგოგებს“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - მარიზა აბესაძემ, ხატია ვეკუამ და მელანო კუსიანმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა