მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე რუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლის VII-VIII კლასებში, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, განხორციელდა პროექტი - „სუფთა გარემო“, რომელიც გარემოს დაცვასა და უსაფრთხოებას ეხებოდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან გარემოს დაცვა მთელს მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით, დღეს ყველა შეგნებულ ადამიანს გააზრებული აქვს, რომ სუფთა გარემო ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის ჯანსაღი მომავალია.
პროექტის მიზანი შემდეგია - მოსწავლეები გააცნობიერებენ სუფთა გარემოს მნიშვნელობას, შეძლებენ გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული შედეგების განსაზღვრას, გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
პროექტი განხორციელდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად. პროექტს პედაგოგი ია ტუშური ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლა