მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლაში წარმატებით მუშაობს „მდგრადი განვითარების მიზნების კლუბი“, რომელსაც გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან რაზმაძე ხელმძღვანელობს.
ახლახან, სკოლის მდგრადი განვითარების მიზნების კლუბის წევრები (ხელმძღვანელი-გეოგრაფიის მასწავლებელი ქეთევან რაზმაძე) თბილისში არსებულ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ესტუმრნენ.
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის მიზანი იყო, გარემოსდაცვითი განათლების საკითხების გააზრებასთან ერთად, დარგის სპეციფიკის გაცნობა და საქართველოს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობის გაცნობიერება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა - ნატა სულთანიშვილმა საინტერესოდ წარმართა საინფორმაციო ვებინარი. მოსწავლეებს ესაუბრა ტერიტორიების დაცვისა და მოვლის იმ მეთოდებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე გამოიყენება, ისაუბრა ახლადშექმნილი დაცული ნაკრძალების შესახებ და, ასევე, სად იგეგმება ახალი ლანდშაფტების დაარსება.
გარემოსდაცვითი საკითხების ცნობადობის გაზრდის მიზნით, კლუბი სამომავლოდ გეგმავს, კლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა ვებინარზე მოსმინილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვიზიტის შედეგად მიღებული ცოდნა შეაჯერონ და სასკოლო საზოგადოებას გააცნონ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექტორმა მაია თავართქილაძემ ყველა ქალბატონს მიულოცა დღესასწაული და საჩუქრებით გადასცა