სიახლეები
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა ეკოპროექტი, „ეკოხედვა თანამშრომლობა - ჩვენი მდგრადი მომავლისთვის
10-03-2025
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა ეკოპროექტი „ეკოხედვა თანამშრომლობა - ჩვენი მდგრადი მომავლისთვის".

„ღონისძიება განსაკუთრებული ემოციებით, წარმატებებითა და ეკო-ინიციატივებით იყო დატვირთული!

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები, რაც ჩვენს ეკო-მიზნებს კიდევ უფრო დიდ ძალას სძენს!

ღონისძიების მთავარი მომენტები:

შეჯამდა პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები.

დასახელდა საუკეთესო ათი პოსტერი და მათი ავტორები დაჯილდოვდნენ .

„ბიბლუსმა“ პროექტის მენტორი მოსწავლეები, ლოგოს კონკურსის გამარჯვებულები და დებატების მონაწილეები ჩანთებით და სასკოლო რესურსებით დაასაჩუქრა.

„ფარმადეპომ“ მასწავლებლების წვლილი განსაკუთრებული აღიარებით აღნიშნა და საჩუქრები გადასცა.

სანერგე მეურნეობა პროექტს საჩუქრად გადასცა ნაძვები, რომლებიც პროექტის სახელზე დაირგო – მწვანე მომავლის სიმბოლოდ.

ღონისძიების დასასრულს საზეიმოდ გაიჭრა პროექტის სახელობის ტორტი.

მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს დღე, ხოლო ეკო-კლუბის წევრებმა-მასწავლებლებმა და მენტორმა მოსწავლეებმა თავიანთი ინიციატივები წარადგინეს.

ეს მხოლოდ დასაწყისია! ერთად გავაძლიეროთ ეკო-ცნობიერება და შევქმნათ უფრო მწვანე მომავალი“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება