მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, ბატონი ფრიდონ საკანელაშვილის ორგანიზებით, გაიმართა საგაზაფხულო ღონისძიება „ქალი – სიცოცხლის საწყისი“. ეს დღე განსაკუთრებით თბილი და ემოციური იყო, სავსე პატივისცემით, სიყვარულითა და სილამაზით, რომელიც ქალისა და დედის სიდიადეს ეძღვნებოდა.
ღონისძიების მიზანი იყო
ღონისძიების ორგანიზებაში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართული. მათ შეიტანეს წვლილი სცენის გაფორმებასა და დეკორაციებში, რაც გაზაფხულის სილამაზესა და დღესასწაულის განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებდა. ყვავილებით მორთული დარბაზი, ფერადი დეკორაციები და მოსწავლეთა გულწრფელი ემოციები ამ დღეს დაუვიწყარსა და გამორჩეულს ხდიდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ეკატერინე ჩიტაური, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მშობლები
ღონისძიების ბოლოს, დირექტორმა ეკატერინე ჩიტაურმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, კლასის ხელმძღვანელებს, მშობლებსა და მოსწავლეებს ამ ბრწყინვალე და გულისამაჩუყებელი წარმოდგენისთვის. მან ყველა მანდილოსანს მიულოცა ქალთა საერთაშორისო დღე და უსურვა წარმატება, წინსვლა და უამრავი ბედნიერი დღე.
დირექტორმა ყველა მონაწილე კლასს და დამრიგებელს მადლობის სიგელები გადასცა ამ ულამაზესი დღის შექმნისთვის.
ქალთა
ეს დღე იყო სითბოთი, სიყვარულითა და გაზაფხულის განწყობით სავსე.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რამდენად ძვირფასია ქალი და დედა ჩვენს ცხოვრებაში – მათი სითბო, სიყვარული და თავდადება სამყაროს ნამდვილ სილამაზეს ქმნის.
სკოლის დირექცია ღონისძიების თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის.
https://www.facebook.com/100090694669565/videos/pcb.586070394426111/1146242083424710
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს