მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამ დღეებში პატარა ბიჭი თუ შეგხვედრიათ მოწნულ კალათში ჩაწყობილი ულამაზესი ყოჩივარდებით, ეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სკინდორის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელი ლევან ტყემალაძეა, რომელიც სკოლისკენ მიიჩქარის და ერთი სული აქვს, უსაყვარლეს მასწავლებლებს ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცოს.
ლევანის ამ საქციელმა გულგრილი ვერავინ დატოვა - პატარა ჯენტლმენის მიერ ნაჩუქარმა ყვავილებმა ქალ პედაგოგებს თვალები სიხარულის ცრემლით აუვსო და სკოლაში ექსპრომტად ღონისძიებაც კი ჩატარდა, რომლის შემოქმედებიც თეა ფხალაძე, რუსუდან კაპანაძე და მარინა ფხალაძე გახლდნენ.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ლევანს და ყველა მასწავლებელს,ვინც სასკოლო საზოგადოებას გაულამაზა დღევანდელი დღე!
გილოცავთ ქალთა დღეს!
დაე, ყველა დღე თქვენი ღიმილის, ბედნიერების წყარო ყოფილიყოს“, - ასე გამოეხმაურა სკინდორის საჯარო სკოლა ამ ლამაზ აქტივობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა