მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
7 მარტს, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე ვალია უბილავამ ჩაატარა მხატვრული კითხვის დღე - შესანიშნავი ღონისძიება, რომლის მიზანია მოსწავლებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.
ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა, ბავშვები კუნკურსს შემოქმედებითად მიუდგნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ობიექტურმა და კომპეტენტურმა ჟიურიმ მოსწავლეები შეაფასა ადეკვატურად.
სკოლის ადმინისტრაციამ იზრუნა იმაზე, რომ ყველა კონკურსანტს მიეღო სიმბოლური საჩუქარი.
„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ კონკურსანტსა და კათედრის წევრ მასწავლებლებს. განსაკუთრებული მადლობა კათედრის თავმჯდომარეს, ქალბატონ ვალია უბილავას! გამოცდილი და კარგი მასწავლებელი შაბლონური მგონია, მე მინდა განსაკუთრებული, ზეაღმატებული სიტყვებით შევამკო ქალბატონი ვალია და ვუსურვო კიდევ ბევრი შემოქმედებითი საღამოების მოწყობა, ბევრი წარმატება თავის მოსწავლეებთან ერთად!“,- აღნიშნავს პედაგოგი მანონი ანთელავა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სსიპ ქალაქ თბილისის N219 საჯარო სკოლა