მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და თემატურ ღონისძიებებსაც ხშირად ატარებენ.
ახლახან შთამბეჭდავი აქტივობა მიუძღვნეს გაზაფხულის შემობრძანებასა და ქალთა დღესასწაულებს, რომელსაც სახელწოდება დიდი სიყვარულით შეურჩიეს - „შვილის თვალებში მზე თუ იცინის, დედისთვის მუდამ გაზაფხულია''.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, მშობლების, თანატოლებისა და პედაგოგების წინაშე მშობლიურ და ქართულ ენაზე შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და თბილი სიტყვები მიუძღვნეს მშობლებს;
„ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის აქტივობები ხშირად ტარდება ალათუმანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეები კი აქტიურად ერთვებიან ამ ღონისძიებებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა