მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების ფარგლებში ექსკურსიაზე მცხეთაში იმყოფებოდნენ.
სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებლის თემურ პაპიძის ინიციატივით მოინახულეს მცხეთაში ჯვრის, სვეტიცხოვლისა და სამთავრო მონასტრები, მოსწავლეები გაეცნენ ღირსშესანიშნაობების ისტორიას და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს მონასტრების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ექსკურსია საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის. ამასთან, გარდა იმისა, რომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა, მათში მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით, სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით უნარებს.
სწორად დაგეგმილი და განხორციელებული სასკოლო ღონისძიება – თემატური ექსკურსიის სახით, ამა თუ იმ საკითხის ფუნდამენტურ შესწავლას, მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოებასა და მასში მრავალმხრივი უნარების განვითარებას გულისხმობს და პირდაპირ კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან, რომლის მიხედვითაც ისტორიის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს: ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას და მასში ისტორიის კვლევისთვის საჭირო უნარების განვითარებას.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი