მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ამჯერად ყაურმის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება დედის დღეს მიუძღვნეს, რომლის ფარგლებშიც, საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები, წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ აღნიშნეს დედის მნიშვნელობა თუ როლი თითოეული მოზარდის ცხოვრებაში.
„დედის დღე და 8 მარტი, ყაურმის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლამაზად გაფორმებულ საკლასო ოთახში ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს დედებს, მასწავლებლებსა და თანატოლებს... უსურვეს ჯანმრთელობა, სიყვარული და სიკეთე“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი.
დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება და მისი დაწესება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი