მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი, როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით, რაც მოზარდების მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებმა ჩაატარეს სარვამარტო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს.
ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, გაიხსენეს ქალები, რომელთაც მსოფლიო ისტორია შეცვალეს.
ღონისძიებას ჰქონდა, როგორც საზეიმო ისე სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი და მოსწავლეებისთვის მეტად ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა