მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი და ყველაზე ლამაზი დღესასწაული - დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
დედის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს საზეიმო კონცერტი, სადაც წარმოადგინეს სიმღერები, ცეკვები და დედებისადმი მიძღვნილი გულში ჩამწვდომი ლექსები.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პატარა მომღერლების მიერ შესრულებული ქართული სიმღერები, რამაც მაყურებელი აღაფრთოვანა. ამ წარმოდგენაში ბავშვების შემოქმედებითი ნიჭი ნათლად გამოჩნდა.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ (სკოლის დირექტორი ქალბატონი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბატონი ბექა ძოწენიძე) განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა პედაგოგების — მარიამ კარკაძის, თამარ კობახიძის, შორენა ჩაფიძის, ნინო ბოჭორიშვილის — მიმართ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს წარმოდგენის ორგანიზებაში.
მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცათ მადლობის სიგელები და თიხის სპეციალური მედალიონები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა