მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა უფლებების დაცვას და პედაგოგებში და მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა ტიპის საკითხების სიღრმისეულ სწავლა-სწავლებას.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მურად გუსეინოვი ესტუმრა, რომელმაც ქალთა უფლებების დაცვაზე ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე და ამ მიმართულებით არსებულ მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის
შეხვედრა ინფორმაციული და ინტერაქციული იყო, სკოლის დირექცია და პედაგოგები მადლობას უხდიან სახალხო დამცველის წარმომადგენელს მათთან მისვლისთვის და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა