მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები სენაკის ჟიული შარტავას მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც მათ მეგზურობა მუზეუმის სპეციალისტებმა გაუწიეს.
ექსკურსია სიმბოლურად დაამთხვიეს საქართველოს ეროვნულ გმირსა და საზოგადო მოღვაწეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ ჟიული შარტავას დაბადების დღეს, რომელსაც 7 მარტს, 81 წელი შეუსრულდებოდა.
მეექვსეკლასელებმა სკოლის პედაგოგის, ნინო ჟიშკარიანის ორგანიზებით, მუზეუმში გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ჟიული შარტავას პიროვნებაზე, როგორც ერის ღირსეულ შვილზე... ამ ქვეყნიდან სუფთა სულით და წრფელი გულით წავიდა, შესწირა თავი ჩვენს კეთილდღეობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას და მისი ბიუსტი ყვავილით შეამკეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“