მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N142 საჯარო სკოლის ისტორიას კიდევ ერთი შთამბეჭდავი დღე შეემატა.
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები გრანდიოზულად აღინიშნა.
დირექტორის - ეკატერინე ენდელაძის მხარდაჭერით, სკოლაში მასშტაბური კონცერტი გაიმართა.
სკოლაში არსებული ნანა ზარქუას სახელობის „ხელოვნების სტუდიისა“ და თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი კონცერტმა სკოლაში ზღაპრული ემოციები დაატრიალა.
მოსწავლეები მრავალფეროვანი მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრებით მოეფერნენ დამსწრე საზოგადოებას. კიდევ ერთხელ შეახსენეს მათ გმირი ქალების, დედების როლი საქართველოს ისტორიაში.
კონცერტს, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები. მათ შორის იყვნენ - მუსიკის სახელმძღვანელოს ავტორი - მაია ოთიაშვილი, ასოციაცია „მცოდნელის“ სიახლეთა კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ლიანა ბედინაძე, საქართველოს განათლების აკადემიის აკადემიკოსი ხათუნა შტააძე, პოეტი ნათია აბულაძე.
ღონისძიება იქ მყოფი თითეული სტუმრისთვის საინტერესო და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
ღონისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ნანა ზარქუა გახლავთ, მასვე ეკუთვნის დეკორაცია.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე მას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ნანა ზარქუას პირადად ჩემგან ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის, ასევე მოწვეულ სტუმრებს - მუსიკის სახელმძღვანელოს ავტორ მაია ოთიაშვილს, ასოციაცია „მცოდნელის“ სიახლეთა კვლევის ცენტრის დამფუძნებელს- ქალბატონ ლიანა ბედინაძეს, საქართველოს განათლების აკადემიის აკადემიკოსს- ქალბატონ ხათუნა შტააძეს, პოეტ ქალბატონს ნათია აბულაძეს, სკოლის ყოფილ მასწავლებლებსა და მშობლებს“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა