მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, ლეწურწუმეს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.
სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ლეწურწუმეს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება.
ახლახან, მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა მოეწყო - ბავშვები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრს ესტუმრნენ და ნახეს სპექტაკლი „მაკნატუნა“.
აღსანიშნავია, რომ თეატრში ვიზიტმა და სპექტაკლმა პატარებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სურვილი გამოთქვეს, უახლოეს მომავალში კვლავ სტუმრებოდნენ თეატრს.
„მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ვესტუმრეთ.
ბავშვები დაესწრნენ ჯადოსნურ ზღაპარს - „მაკნატუნას“, რომელმაც მათზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.
უახლოეს მომავალში მოსწავლეების სურვილით, ისევ ვაპირებთ ახალ საბავშვო სპექტაკლზე წასვლას“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“