მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ხალიფაურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.
სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ხალიფაურის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვანი აქტივობები ეძღვნება, რომელთა შორის უდავოდ აღსანიშნავია გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის მთავარი მონაწილენიც სკოლის უმცროსი თაობის წარმომადგენლები - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები იყვნენ, ორგანიზატორი კი გახლდათ ანა თაბაგარი.
პატარებმა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე ყველა ქალბატონს მიულოცეს, განსაკუთრებულად კი დედიკოებსა და უსაყვარლეს მასწავლებლებს.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და ასე თითოეულმა მათგანმა კიდევ ერთხელ უთხრა დედიკოს, რომ ძალიან უყვარს.
„დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო დედებო, დღეგრძელობა და მზიანი დღეები თქვენს ცხოვრებას.
ხალიფაურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ანა თაბაგარს საინტერესო და სიურპრიზებით სავსე დღისათვის“, - ასე გამოეხმაურა სკოლა ჩატარებულ ღონისძიებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“