მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.
სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები ტარდება, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან თარიღებს ეძღვნება და მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განმტკიცების, საკითხის სიღრმისეულად დასწავლის საშუალებას აძლევს.
ახლახან დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, სახელწოდებით - „დავითი - ჩვენი დიდი წინაპარი“.
ბავშვებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, იმსჯელეს მისი პიროვნების როლზე მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში, დავითის ურთიერთობაზე ჯვაროსნებსა და მეზობელ სახელმწიფოებთან, მეფის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაზე.
„მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენაზე - დიდგორის ბრძოლაზე - 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე 55 600 მეომრისგან შემდგარმა საქართველოს ლაშქარმა 500 000 თურქ-სელჩუკთა ლაშქარი დაამარცხა და ბრძოლას „ძლევაი საკვირველი“ ეწოდა. ასევე ნახეს ფილმი დავით აღმაშენებლის ცხოვრებაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას კი ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: დიანა გოგინაშვილი და ირმა წერეთელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა